Wednesday, September 28, 2022

საკლუბო მუშაობა

 

საკლუბო მუშაობა

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის ბაზაზე 2022-2023 სასწავლო წლის 3 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ისტ-ის მოყვარულთა კლუბი ,,ციფრული მოქალაქეები“, რომლის მიზანია შემოქმედებითი, ინდივიდუალური, სოციალური, ტექნიკური და კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში.  კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები.

კლუბის დაარსების იდეა: ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა

კლუბის კურატორი: თამარ ჩიხლაძე

კლუბის ზოგადი დებულება

Ø  კლუბში მუშაობა წარიმართება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;

Ø  კლუბს აქვს წესდება, გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი;

Ø  კლუბის მისამართი: სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. სამრეკლოს საჯარო სკოლა

Ø  ( 599 43 64 65

Ø  E-mail:  chikhladze.tamar@teachers.gov.ge

Ø  კლუბის სახელწოდება: „ციფრული მოქალაქეები“

Ø  კლუბის ლოზუნგი: „ის, რაც დღეს არის მეცნიერება, ხვალ იქნება ტექნოლოგია. „






(ედვარდ ტელერი)

Ø  ემბლემა:       

            სოფ.სამრეკლოს საჯ. სკოლა                             

კლუბი ციფრული მოქალაქეები   

     კლუბი "ციფრული მოქალაქეები"

 

 

 

 

კლუბის წესდება

·         კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება და ხასიათი;

·         კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ დ.წყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.სამრეკლოს საჯარო სკოლის მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებსა და მშობლებს;

·         ისტის კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;

·         კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება, საპატიო მიზეზების გამო, არ დაესწროს კლუბის ზოგიერთ შეკრებას;

·         კლუბის თითოეულ წევრს აქვს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლება;

·         კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის წესდება;

კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ ის:

1. არ დაიცავს კლუბის წესდებას;

2. არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას;

3. არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

 

კლუბის მიზნები და ამოცანები

  • Ø  ისტ-ის გამოყენებით მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება,
  • Ø  ციფრული ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და დონის ამაღლება;
  • Ø  კომპიუტერული  უნარ-ჩვევების ეფექტურად განვითარება;
  • Ø  ტექნოლოგიების და საკლუბო პროგრამაში გაწერილი პროგრამების    პოპულარიზაცია.
  • Ø  მოსწავლეთა მოტივირება და ინიციატივების ხელშეწყობა;
  • Ø  მოსწავლეთა ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება;
  • Ø  შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა;

კლუბში გაწევრიანება

  • ·          კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
  • ·          სამიზნე ჯგუფი მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები;
  • ·          მოსწავლეთა რაოდენობა10 მოსწავლე;
  • ·         კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;
  • ·         კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის მიერ;
  • ·         კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • ·         კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში;

რეკომენდაციები სასკოლო კლუბის შესაქმნელად კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს დაარღვევს.

 

კლუბის მუშაობის სტრუქტურა

 

Ø  კლუბი შედგება 10-15 მოსწავლისაგან;

Ø  საკლუბო მუშაობას უძღვება ხელმძღვანელი მასწავლებელი;

Ø  კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);

Ø  ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;

Ø  კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;

Ø  ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;

Ø  კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის, კლუბის მონაწილე წევრებისა და კურატორ-მასწავლებლის მიერ, დათქმულ რიცხვში;

 

 

 

კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

·         ინდივიდუალური;

·         ჯგუფური;

·         პრეზენტაცია;

 

საკლუბო მუშაობის პერიოდი

კლუბის მუშაობა განხორციელდება I-II სემესტრში, 2022-2023 სასწავლო წელს; კლუბი მუშაობას იწყებს 2022 წლის ოქტომბრის თვეში. კლუბის მეცადიენობა გაიმართება თვეში ერთხელ, 1 აკადემიური საათი. საკლუბო მუშაობა კი გაგრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე. კლუბის სამუშაო საათები -  საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. კლუბი საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.


 განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის

 

ისტის სასკოლო კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ჩიხლაძეს

მე, სსიპ დ.წაროს მუნიციპალიტეტის სოფ სამრეკლოს საჯ. სკოლის -- კლასის მოსწავლე --------------   --------------------------- ვადასტურებ, რომ მსურს ისტის სასკოლო კლუბის წევრობა მიმდინარე სასწავლო წელში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი სურვილი.

 

თარიღი

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კლუბის სამუშაო გეგმა

 

შეხვედრის თარიღი

დრო

განსახორციელებელი ღონისძიება

შეხვედრის ადგილი

1

05.10.2022

 

14:00 სთ

1.  ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

2. კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე;

3.  კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და ლოგოს შერჩევა;

4. კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება;

5.  ლიდერი მოსწავლის არჩევა.

სოფ. სამრეკლოს საჯარო სკოლის შენობა

2

09.11.2022

მუშაობა პროგრამა MS word-ში; საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება

სოფ.სამრეკლოს საჯარო სკოლის შენობა

3

 

4

 

5

 

6

 

7

 

8

 

9

 

 

 

No comments:

Post a Comment