საკლუბო მუშაობა
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის ბაზაზე 2022-2023 სასწავლო წლის 5 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ისტ-ის მოყვარულთა კლუბი ,,ციფრული მოქალაქეები“, რომლის მიზანია შემოქმედებითი, ინდივიდუალური, სოციალური, ტექნიკური და კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები.
კლუბის დაარსების იდეა: ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა
კლუბის ხელმძღვანელი: თამარ ჩიხლაძე
კლასები: მე-5 და მე-6
კლუბის მუშაობა
განხორციელდება 2022-2023 სსწავლო წლის I-II სემესტრში.
შეხვედრები გაიმართება
თვეში ერთხელ. ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს. გაკვეთილების შემდეგ, 14 საათზე.
მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა.
გელოდებით, ერთად
საინტერესო და სიახლეებით სავსე წელს გავატარებთ.
განაცხადის ფორმა კლუბში
გაწევრიანების მსურველთათვის
ისტის სასკოლო კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ
ჩიხლაძეს
მე, სსიპ დ.წყაროს მუნიციპალიტეტის სოფ ოზაანის საჯ. სკოლის -- კლასის მოსწავლე --------------
--------------------------- ვადასტურებ, რომ მსურს ისტის სასკოლო კლუბის წევრობა
მიმდინარე სასწავლო წელში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი სურვილი.
თარიღი
ხელმოწერა